Sunday, October 21, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის   სახელწოდება:    არ  შემოგვეჭრას  შიდსი!!!



პროექტის  მთავარი  იდეა:  საქართველოში  გაიზარდა აივ  ინფექციით  დაავადებულთა რიცხვი, მოიმატა  შიდსით  გარდაცვლილთა  რაოდენობამ. საჭიროა დაავადების  თავის აცილების  გზების  ცოდნა.

პროექტის  აქტუალობა:  პროექტზე  მუშაობა  ხელს  შეუწყობს  ურთიერთთანამშრომლობას. ჯგუფის  წევრები  მოიძიებენ  შეარჩევენ ,  დაამუშავებენ  ინფორმაციას  და მიაწოდებენ  მოსახლებას
    
პროექტის  მიზნები:      შიდსის  თავიდან  აცილების  გზების  ცოდნა, მოსწავავლეების  მიერ  ინფორმაციის  დამოუკიდებლად   ძიება,  დამუშავება და ორგანიზება .   მოსახლეობის  ინფორმირება  პრობლემისა  და  მისგან  გამომდინარე შედეგების  შესახებ

მონაწილეთა  ასაკი:  14-15 წელი.

ვადები:  10  დღე.

მოსალოდნელი  შედეგები:  სოციოლოგიური  გამოკითხვის  მასალები. საინფორმაციო  ხასიათის  სემინარის  ორგანიზება [რეფერატები, ბუკლეტები].

პროექტისათვის  საჭირო ძირითადი  რესურსები: სოფლის მოსახლეობა , მოსწავლეები, ისტ-ი, კომპიუტერი, პროექტორი.

პროექტის  მსვლელობა:

 პირველი აქტივობა:  მოსწავლეები   ნაწილდებიან  სამ  ჯგუფად  და  ეცნობიან  ჩემს  მიერ  წინასწარ მომზადებულ  ტექსტს.

მეორე აქტივობა:  ჯგუფები  წარმართავენ  დისკუსიას .

მესამე  აქტივობა: დავალებების  განაწილება   დისკუსიის  შედეგების  მიხედვით. ჯგუფს  რომელიც ბევრ  კარგ კითხვას დასვამს დაევალება კითხვარების  შედგენა  სოციოლოგიური გამოკითხვისათვის,  ჯგუფი  რომელმაც უფრო  მეტი სწორი  პასუხი  გასცა იზრუნებს სემინარის მოწყობაზე. მესამე  ჯგუფი  იზრუნებს  საინფორმაციო  ბუკლეტების  შედგენაზე.

მეოთხე  აქტივობა: სოციოლოგიური  გამოკითხვის  კითხვარების  მომზადება.

მეხუთე  აქტივობა: გამოკითხვის  შედეგების  დამუშავება, რეფერატების  მომზადება, ბუკლეტების მომზადება.

მეექვსე აქტივობა: სემინარის ჩატარება. პროექტში მონაწილეების შეფასება.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბიოლოგია

პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ბახტაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanabaxtadze2@gmail.com

ბლოგი: Nanabaxtadze2.blogspot.com